The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯამლეტ სურამელაშვილი

ჯამლეტ სურამელაშვილი
Date of birth:26 September, 1942  (82 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1965 წელს; დაუსწრებელი სწავლების სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს.

1965 წლიდან მუშაობდა ინსტიტუტის კათედრაზე; 1968-1969წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში; 1969-1972წწ. სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1972-1979წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოში, ჯერ უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1975 წლიდან კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1979 წელს ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის სამმართველოს ჩამოყალიბების შემდეგ დაინიშნა სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად; 1995-2000წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება კომპანია "თბილისის" გენერალურ დირექტორად; აქტიურად მონაწილეობდა ქ. თბილისის მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებში; მათ შორის: ასფალტბეტონის ქარხნების მშენებლობაში ფონიჭალასა და ავჭალაში, ბელიაშვილისა და ბაქრაძის ქუჩების მშენებლობა-რეკონსტრუქციის, ფეიქრებისა და "გლდანი-მუხიანის" გზების კეთილმოწყობის, ცოტნე დადიანისა და ჯავახეთის ქუჩების რეკონსტრუქციის, მდ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროექბის, ავტოსტრადა "თბილისი-აეროპორტის", რუსთაველისა და გურამიშვილის გამზირების, ნონეშვილის, სარაჯიშვილის, წინამძღრიშვილის, აბაშიძისა და ნუცუბიძის ქუჩების კაპიტალური შეკეთება-მოასფალტების სამუშაოების შესრულებაში. მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი ტაძრების აღმშენებლობა-რესტავრაციაში შეტანილი დიდი წვლილისათვის; ორგანიზაცია "ირაოს" საპატიო სიგელი (2006); "2006 წლის საუკეთესო ადამიანის" წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.521; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.315

Member of Organizations

  • საქართველოს მეგზევეთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (1995-)
  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, თავმჯდომარის მოადგილე (1999-)

Awards and Honors

  • 2007 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქალაქო მეურნეობის განვითარებასა და კეთილმოწყობაში შეტანილი პირადი წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: