The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან სულაკაური

ვალერიან სულაკაური
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარსმანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1963 წელს; მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) სასცენარო ფაკულტეტი 1971 წელს.

1962-1976წწ. მუშობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში ტელეგადაცემების რედაქტორად, სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროს რედაქტორად; 1976-1992წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" დუბლიაჟის გაერთიანებაში რედაქტორად, მთავარ რედაქტორად; 1996 წლიდან ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში კათედრის გამგედ; აქვეყნებდა მოთხრობებს და ნარკვევებს ჟურნალებში: "ცისკარი", "საქართველოს ქალი", "მნათობი"; გაზათებში: "ლიტერატურული საქართველო", "ახალგაზრდა კომუნისტი"; მისი სცენარებით სხვადასხვა სტუდიებში გადაღებული ფილმები ძირითადად საქართველოს მთის თემას ეძღვნება, მათ შორის აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმები: "მთათუშეთი", "ალვანელი მეცხვარეები" (ორივე - ო. გურგნიძე, 1964), "ომალო" (ვ. მიქელაძე, გ. ჭუბაბრია, 1967), თეთრი თორღვაი" (გ. ჭუბაბრია, 1967), "თუშეთის მთებში" (ა. რეხვიაშვილი) და სხვ. არის 50-ზე მეტი მხატვრული, პუბლიცისტური ფილმის, მათ შორის: "თუში მეცხვარე", "ბილიკები ცაში" და სხვ. ავტორი, თარგმნილი და რედაქტირებული აქვს 800–ზე მეტი მხატვრული ფილმი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 166; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.240 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1971-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: