Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ სუხიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. განჯა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინდუსტრიული ინსტიტუტი საინჟინრო მექანიკის სპეციალობით 1925 წელს. 1926-1934წწ. მუშაობდა თბილისის წყალსადენში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1930-1933წწ. ამიერკავკასიის ნაგებობათა ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1934-1944წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში" განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ; 1929-1939წწ. პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1944-1948წწ. მუშაობდა საქართველოს კომინალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1948-1972წწ. იყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; წლების განმავლობაში იკვლევდა, აპროექტებდა და აშენებდა წყალსადენისა და კანალიზაციის ობიექტებს, მონაწილეობდა ნატახტრის წყალსადენის დაპროექტებაში, ერევნის ცენტრალიზებული წყალმომარაგების პროექტის დამუშავებაში, ფოთის წყალსადენის ახალი სამუშაო რეჟიმის შედგენაში; 1937 წელს, თბილისის წყალმომარაგების გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით, სხვა ცნობილ სპეციალისტებთან ერთად, მუშაობდა საგანგებო კომისიის შემადგენლობაში; როგორც ავტორი, ზედამხედველობდა ფოთის, ცხინვალის, გაგრისა და ზესტაფონის წყალსადენის მშენებლობას; მას ეკუთვნის წყალსადენის ახალი ობიექტების დაპროექტებისას ნიადაგქვეშა წყლის ხელოვნური გამდიდრების მეთოდის გამოყენების იდეა; მის მიერ შემოთავაზებული ინფილტრაციული აუზები გამოყენებულ იქნა ბოლნისის წყალსადენზე; 1958 წლიდან წყალმომარაგების საერთაშორისო ასოციაციაში სსრ კავშირის მუდმივი დელეგაციის წევრი იყო; მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში ნაციონალურ მომხსენებლად. 20 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა სამთავრობო კომისიებს, რომლებიც ზღვისპირა ზოლის გამაგრების გადაუდებელ პრობლემებზე მუშაობდნენ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.522-523 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |