Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ სხირტლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მშენებლობის დირექციის დირექტორად; იყო საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქვაჭრობსპეცმშენის" რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატის დირექტორი; სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი, ამავე ტრესტის მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა "საქტანსაცმელვაჭრობის" ბაზის (თბილისში), საკონცერტო დარბაზის (რუსთავში), გუდაურის კომპლექსის, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების აღდგენა-რესტავრაციას (რაჭაში); დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.523; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.321 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |