The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაჩი სულამანიძე

ბაჩი სულამანიძე
Legal name:სილოვან სულამანიძე
Date of birth:15 December, 1955  (69 years)
Category:Scientist, Educator, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა კინემატოგრაფიის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) საოპერატორო ფაკულტეტი 1994 წელს.

1978-1981წწ. მუშაობდა მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის კორესპოდენტად სტავროპოლის მხარეში, ოპერატორის ასისტენტად და მეორე ოპერატორად "მოსფილმში", გორკის სახელობის სტუდიასა და "ლენფილმში", 1984 წლიდან  "ქართულ ფილმში". გადაიღო მხატვრული ფილმები: "პოლიგრამი" (თ. კულიანი, 1993), "რა გაცინებს?!" (თ. ბუტიკაშვილი, 1995), "ჩამოფასებულები" (თ. ბუტიკაშვილი, 2007), "ჯართოსანი" (ნ. გიუნშვილი, 2008), დოკუმენტური ფილმები: "ნანა ბოტკოველი" (მ. მაისურაძესთან ერთად / თ. მოდებაძე, 1990), "საგანთა თამაში" (გ. სულაძე, 1990), "თამადა ანუ სამყარო სუფრის გარშემო" (კ. ცხაკაია, 1995). 1994 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ჰუმანიტარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს ფოტოგრაფიასა და საოპერატორო ხელოვნებაში. ხელოვნების მაგისტრი (1994). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 164; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ქართული კინო: geocinema.org.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი

Share: