Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ტაბატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. 1950-1956წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის რკინიგზის სახლის მშენებლობაზე - მშენებელ ოსტატად, უბნის უფროსად; მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში (სსრ კავშირის რკინიგზის ჯარებში სამსახურის დროს), ბატალიონის ინჟინრად, რკინიგზის ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობაზე - უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1957 წლიდან 21 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სისტემაში: იყო ტრესტ "თბილგაზმშენის" N1 სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, გაერთიანება "მთავართბილმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე, გაერთიანების უფროსის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში (შემდგომ ეკონომიკის სამინისტროში) ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო მრეწველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.524 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |