The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ტაგანაშვილი

ვიქტორ ტაგანაშვილი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1989  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა ხაშურის რკინიგზის სასწავლებელი 1922 წელს; თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1926 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1934 წელს.

1934-1936წწ. მუშაობდა ხაშურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ინჟინრად; 1936-1939წწ. სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად, ინსპექტორად, სამმართველოს უფროსად; 1939-1952წწ. მუშაობდა თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის, ჩაის გადამწონი ფაბრიკის, თბილისის ელმავალმშენებელი და N4 პურის ქარხნების მშენებლობების უფროსად, ჩაის გადამწონი ფაბრიკის დირექტორად; ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1952-1953წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სოფლისა და საკოლმეურნეო მშენებლობის მთავარ სამმართველოს; 1953-1955წწ. სამშენებლო ტრესტ "საქმშენს"; 1955-1974წწ. ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N131 სამშენებლო სამმართველოს; 1977 წელს დაინიშნა საქართველოს პროფესიუ-ტექნიკური განათლების სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1984 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" ექსპერტიზის ჯგუფის ხელმძრვანელად; იყო სახელმწიფო ორდენებისა და მედლის კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.525

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: