The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო ტატიშვილი

ალეკო ტატიშვილი
Legal name:ალექსანდრე ტატიშვილი
Date of birth:1927  (98 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1955 წელს.

1955-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1959-1978წწ. საშენ მასალათა ს/კ ინსტიტუტში - ბეტონის ტექნოლოგიისა და ნაკეთობების ლაბორატორიის გამგედ; 1973 წლიდან იყო სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "საქსაშენმასალების" გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1964 წელს აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო წარმოებისა და საშენი მასალების კათედრის დოცენტად; 1978 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგეა; არის მსუბუქი ბეტონების გამოყენების სკოლის დამფუძნებელი საქართველოში და მსუბუქი ბეტონებისგან დამზადებული კონსტრუქციების დანერგვის ინიციატორი; 110-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების, გამოგონებების, სტუდენტური სახელმძღვანელოების ავტორი;  ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.526; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.124

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: