შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ ტიმჩენკო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი არქიტექტურის სპეციალობით 1947 წელს; მოგვიანებით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. 1947-1992წწ. შრომითი საქმოანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტში; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N3 მოპირკეთების სამმართველოში; გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური სამუშაოთა მწარმოებლიდან მოპირკეთების სამმართველოს უფროსამდე; 1993 წელს სათავეში ჩაუდგა სამშენებლო ფირმა "მომპირკეთებელს" (ქ. მოსკოვში), რომელიც ელიტურ მშენებლობებზე ასრულებს მოპირკეთების სამუშაოებს; მისი მონაწილეობით აშენებულ ობიექტებს შორისაა: საცხოვრებელი სახლები მარჯანიშვილის მოედანზე, "მთავართბილმშენის" ადმინისტრაციული შენობა წერეთლის გამზირზე, საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, "დიმანოს" დიღმის საფეხბურთო ბაზა, თბილისის ძველი აეროპორტი, სასტუმრო "საქართველო", თბილისის სპორტის სასახლე, ტელეცენტრის შენობა, "ლოკომოტივის" სტადიონი, ფუნიკულორის შენობა (რეკონსტრუქცია). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.526
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |