The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ტრუსკოვსკი

Date of birth:24 April, 1940  (85 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1964 წელს; მოგვიანებით - საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა.

1965-1967წწ. მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში; 1967-1977წწ. საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1977-1986წწ. თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების საპროექტო ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1986-1996წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში მთავარ სპეციალისტად; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს პროექტირების, მშენებლობისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების ს/კ შპს "მშენაღდგენის" განყოფილებას; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა შენობა-ნაგებობათა აღდგენა-გამაგრების პროექტების დამუშავებასა და ხორცშესხმაში; მისი პროექტებით საქართველოს რიგ სოფლებსა და დასახლებებში მიწისძვრით დაზიანებული არაერთი საცხოვრებელი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღი განახლდა; არის თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" დამუშავებული ექსპერიმენტული 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის თანაავტორი; მონაწილეობდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის შენობის გამაგრებითი სამუშაოების შესრულებაში; არის 24-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 1 მონოგრაფიის, 12 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, 3 საავტორო მოწმობის მფლობელი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების მრჩეველი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.528


Share: