შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაზი ტურაბელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფერადი მეტალურგიის ფაკულტეტი. სამუშაოდ გაანაწილეს ლენინგრადის ოლქის, ვოლხოვის კომბინატის ცემენტის ქარხნის საცდელი საამქროს ოსტატად, შემდეგ მუშაობდა ლაბორატორიის უფროსის მოადგილედ; 1956 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის ცემენტის ქარხანაში, ლაბორატორიის უფროსად; მისი მუშაობის პერიოდში რუსთავის ცემენტის ქარხანაში დაინერგა მაღალმარკიანი და სწრაფად გამყარებადი ცემენტის წარმოების ტექნოლოგია; 1971-1975წწ. მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ალჟირის რესპუბლიკაში, სადაც მუშაობდა ცემენტის ქარხნის მთავარ ტექნოლოგად; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილედ; იმავე წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სამშენებლო განყოფილების უფროს რეფერენტად; 1996 წელს გადაყვანილი იქნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროში საწარმოო განყოფილების უფროსად; 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროში კონსულტანტად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.528-529 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |