The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოდერძი ტურძელაძე

გოდერძი ტურძელაძე
Date of birth:11 February, 1931
Date of death:2012  (at 80 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს.

მუშაობდა ქ. თბილისში, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1955 წლიდან მუშაობდა ქ. ფოთში სამხედრო ნაწილის სამშენებლო უბნის უფროსად, ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოთა მწარმოებლად; 1959 წლიდან იყო ქ. ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების მთავარი ინჟინერი; 1955 წლიდან ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1973 წელს თბილისში გადმოიყვანეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს უცხოეთის ტურიზმის სამმართველოში მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორად; ამ პერიოდში აშენდა: სასტუმრო "აჭარა" ქ. თბილისში, სასტუმრო "კახეთი" ქ. თელავში, სასტუმრო "ქობულეთი" ქ. ქუბულეთში; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს საბინაო და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კომუნალურ საწარმოთა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსად; მის მიერ დამუშავდა ქ. ფოთში რკინიგზის გამტარის, ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის, ქ. ფოთისა და სენაკის წყალსადენების საწნეო მილდენის მოწყობის პროექტები მდ. ტეხურის ფილტრატების ბაზაზე; 1994-2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია, ხელმძრვანელობდა ადმინისტრაციულ და სამშენებლო დარგს; პროფესიული საქმიანობის პარალელურად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაში; დიდი როლი ითამაშა ნიკო ნიკოლაძის სახელობის საზოგადოების მუშაობის აღორძიმების საქმეში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.529; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251

Member of Organizations

  • საქართველოს სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, წევრი
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

Share: