Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა ტურძელაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" დამხმარე მეურნეობის საწარმოში მთავარ ინჟინრად, დირექტორად; იმავე ტრესტის N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; ხელმძრვანელობდა სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N2 გზათა მშენებლობისა და N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოებს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გზათა მეურნეობის სამმართველოს; 1986 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" N3 რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; მის ბაზაზე შექმნილი სააქციო საზოგადოება "ლოჭინის" გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა "თბილისი-აეროპორტის" ავტოსტრადის მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.529
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |