The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ ტურძელაძე

ემზარ ტურძელაძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს; მოგვიანებით თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა.

1960-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N9 სამშენებნლო სამმართველოში ოსტატად; 1961-1967წწ. თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტში - ინჟინრად, უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1967-1983წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის კალინინის რაიკომისა და თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური გაერთიანების უფროსი; 1983-1984წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე; საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1984-1986წწ. მუშაობდა თბილისის კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1986-1993წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, ქ. თბილისის მერის მოადგილედ; 1993-1995წწ. თბილისის საქარხნო რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის წამყვანი სპეციალისტი, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომუნალური მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2000-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; არის ჰიდროტექნიკურ მშენებლობასა და ჰიდრავლიკის სფეროში გამოქვეყნებული 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.530; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.65 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    თბილისის საქალაქო მეურნეობის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: