Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ტყაბლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წლიდან იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში და მუშაობდა მშენებელ ინჟინრად ყაზახეთში, კიურეტამის კოსმოდრომის მშენებლობაზე; 1966-1977წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, ჯერ N2 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებაში, ხოლო შემდეგ ხობისა და წითელწყაროს სამშენებლო სამმართველოებში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1977-1992წწ. მუშაობდა საქართველოს საბინაო და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს წითელწყაროს სამშენებლო სამმართველოში, ჯერ უბნის უფროსად, ხოლო 1980 წლიდან მთავარ ინჟინრად; 1993-2006წწ. მუშაობდა დედოფლისწყაროს რაიონის საგზაო სამმართველოში, სადაც 1997-2006წწ. იყო სამმართველოს უფროსი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.531 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |