შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ტყემალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1977 წელს; ამავე ინსტიტუტის ქალაქგეგმარებითი კათედრის ასპირანტურა 1980 წელს; ქ. როსტოვის ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო სამსახურის აკადემია სპეციალობით "სახელმწიფო და მუნიციპალური მმართველობა და საკადრო პოლიტიკა" 2003 წელს. 1977-1990წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორ დამპროექტებლად; 1990-1997წწ. მუშაობდა საქართველოს სამხატვრო ფონდის საწარმოო კომბინატში, საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ არქიტექტურულ სამშენებლო საწარმოო გაერთიანებაში, ასევე ს.ს. "ინტურისტსპეცმშენი"-ს სისტემაში და ს. ს. "ცეკავშირი"-ს საპროექტო ბიუროში სხვადასხვა სახელმძღვანელო თანამდებობაზე; 1997 წლიდან სამუშაოდ გადადის ქ. მოსკოვში, სადაც დააარსა და ხელმძღვანელობდა ქ. მოსკოვის არქიტექტურულ ძეგლთა დაცვისა და შენარჩუნების თანადგომის საზოგადოებრივ-საქველმოქმედო რეგიონალურ ფონდს "არქიტექტურული მემკვიდრეობა"; 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა ქ. მოსკოვის რეგიონალური საწარმოო ალიანსის არქიტექტურულ მიმართულებას ვიცე-პრეზიდენტის რანგში; რუსეთში ხელმძღვანელობს საპროექტო ინსტიტუტ "იუგსტროიპროექტს"; მისი დაპროექტებულია სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" და ბავშვთა აფთიაქი (თბილისში), ადმინისტრაციული შენობა და ქორწინების სახლი (ოჩამჩირეში), ქორწინების სახლი ჭიათურაში, საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, დასასვენებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები კრასნოდარში, მინვოდში, კისლოვოდსკში, სოჭში, სანკტ-პეტერბურგში; დაჯილდოებულია საქართველოს კომკავშირის "მადლობის სიგელით" ახალგაზრდული პრესის საერთაშირისო ფესტივალის გაფორმებისათვის (1988), სრულიად რუსეთის ფორუმის "ჯანდაცვა 2003"-ის ოქროს მედლით სანატორიული კომპლესის საუკეთესო პროექტისათვის, ასევე საერთაშორისო სამშენებლო-არქიტექტურული ფორუმის "გაზაფხული 2006"-ის 3 ოქროს მედლით სხვადასხვა ნომინაციებში; საკურორტო რეგიონ "კავკასიის მინერალური წყლები"-ს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; 2003 წელს მიენიჭა საიუბილეო მედალი "საკურორტო რეგიონის კავკასიის მინერალური წყლების დაარსების 200 წელი". მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1984). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.531; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 243-244 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |