The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ტყემალაძე

რევაზ ტყემალაძე
Date of birth:8 July, 1931
Date of death:2013  (at 81 years)
Category:Engineer, Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1956 წლიდან გადავიდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" მშენებლობის ორგანიზაციის განყოფილების გამგედ, სადაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამშენებლო წარმოებასთან და მათ მიერვე დამუშავებული სამშენებლო წარმოების პროგრესული მეთოდების გათვალისწინებით, წარმოებაში სიახლეების დანერგვას უზრუნველყოფდა; 1966 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტის სამშენებლო განყოფილების ინსპექტორად; 1976 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპმშენებლობის განყოფილებაში უფროს რეფერენტად; იყო მინისტრთა საბჭოსთან შექმნილი საგანგებო სიტუაციების განყოფილების უფროსი, საგანგებო სიტუაციების მუდმივმოქმედი სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი და შტაბის უფროსი; იყო საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; მუშაობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მთავარ სპეციალისტად; იყო ამავე კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი; მონაწილეობდა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ახალი სოფლების დაპროექტება-მშენებლობასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ მოწყობაში; აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მშენებელთა ფედერაციის საქმიანობაში; იყო საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი; გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი; წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრასთან არსებულ სახელმწიფო საგამოცდო კომისიას; მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.531-532

Member of Organizations

  • საქარართველოს ვეტერანთა საბჭო, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: