The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ტყეშელაშვილი

ავთანდილ ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1934  (91 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს.

1954-1966წწ. მუშაობდა კიროვის სახელობის ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში და გზებისა და ხიდების მშენებლობის N454 სამმართველოში; 1966 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N1 მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1969 წელს - უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1979 წლიდან იყო იმავე მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი; 1994 წლიდან - კოლონის უფროსი; 2004 წლიდან მუშაობდა ტექნიკური ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად; მიღებული აქვს საპატიო სიგელები და სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.532

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: