Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ტყეშელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სარკინიგზო მშენებლობისა და საგზაო მეურნეობის ფაკულტეტი 1941 წელს; დაამთავრა თელავის საზენიტო-საარტილერიო სასწავლებელი 1942 წელს. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; იყო N413 საარტილერიო-სატყვიამფრქვევო ათასეულის ბატარეის მეთაურის მოადგილე; 1948-1951წწ. მუშაობდა თბილისის ლოკომოტივების შემკეთებელ ქარხანაში უფროს ინჟინრად, საამქროს უფროსად, საბინაო-კომუნალური განყოფილების უფროსად, დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1951-1957წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპშეკეთების სამმართველოს (შემდგომში, სარემონტო-სამშენებლო ტრესტი) მთავარი ინჟინერი, უფროსი; მონაწილეობდა ძველი თბილისის აღდგენა-რეკონსტრუქციაში; მთაწმინდის პლანეტარიუმისა და საცურაო აუზის (სანაპიროზე) მშენებლობაში; იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო და რაიონული საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; დაჯილდოებული იყო საბრძოლო და სამოქალაქო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.533 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |