The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ტყეშელაშვილი

შოთა ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:1982  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1939 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად; მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა კავკასიის ფრონტის თავდაცვითი და საფორტიფიკაციო ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაში; ომის შემდეგ ხელმძღვანელობდა სამხედრო ობიექტების, მათ შორის, სამხედრო აეროპორტების (გუდაუთაში, სენაკსა და ქუთაისში) მშენებლობას; თადარიგში გასვლის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში კაპმშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილედ (1959 წლიდან) და საპროექტო-საძიებო განყოფილების გამგედ (1971 წლიდან); წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ტექნიკუმში; იყო სამშენებლო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი; ჰქონდა სამხედრო, სამოქალაქო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.536

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: