შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს. 1941-1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე, იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ინჟინეერ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ; იყო საქართველლოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; მუშაობდა საქართველოს პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1988 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლების სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარების სამმართველოს; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის განაშენიანებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.538 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |