შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-2000წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სამოქალაქო და ბინათმშენებლობის სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად და უფროსად, სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1974-1977წწ. მივლინებული იყო ალჟირის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. მასკარაუიზერტოს საირიგაციო სისტემის კაშხლის მშენებლობაზე უფროს ინჟინრად; 2000-2005წწ. იყო კატასტროფებისგან დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა თბილისის მრავალი მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის, მათ შორის: "საქენერგოსა" და საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" ადმინისტრაციული შენობების, კინოთეატრების, სკოლების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, თბოელექტროსადგურ "თბილსრესის", ვორონცოვის სახელობის ხიდის მდ. მტკვარზე (ქ. თბილისში) და "ორთაჭალჰესის" მშენებლობა-რეკონსტრუქციაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.539
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |