The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა უსტიაშვილი

კობა უსტიაშვილი
დაბადების თარიღი:1945
გარდაცვ. თარიღი:1997  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს; მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1972 წელს.

1969-1979წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1973-1982წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების კათედრაზე - უფროს მასწავლებლად; 1985 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალს; იყო 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.539


გააზიარე: