Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირიან უსტიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახაბერი, ბათუმის რაიონი. დაამტავრა ქ. ოდესის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1936 წელს. 1937-1947წწ. მუშაობდა ბათუმის საზღვაო სასწავლებელში პედაგოგად, სასწავლებლის უფროსად; 1947-1949წწ. იყო აჭარის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი; 1949-1953წწ. გაერთიანება "სოფლელექტრომშენის" აჭარის სამმართველოს უფროსი; 1953-1957წწ. ბათუმის კოფეინის ქარხნის დირექტორი; 1957-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 და N16 სამშენებლო ტრესტების მმართველად, ამავე სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს უფროსად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მსხვილი სარეწველო და საკურორტო კომპლექსები, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები; იყო მაღლივი მსხვილპანელოვანი ბინათმშენებლობის ათვისებისა და დანერგვის ინიციატორი და აქტიური მონაწილე აჭარასა და აფხაზეთში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით; არაერთგზის იყო არჩეული აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს, ბათუმისა და გაგრის საქალაქო საბჭოების დეპუტატად, საქართველოს კპ აჭარის საოლქო და გაგრის საქალაქო კომიტეტების წევრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.539-540 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |