Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ფავლენიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფალუკტეტი 1954 წელს. 1951-1961წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე; 1961-1976წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში; 1976-1981წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკისა და გამოთვლითი მათემატიკის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1981-1984წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი, ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერიმენტულ-თეორიული გამოკვლევების შედეგთა ამსახველი 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; შედგენილი ჰქონდა თეორიული მექანიკისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოები; 1951-1961წწ. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის წევრი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.541
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |