Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ფანცულაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ქ. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" კონსტრუქტორად; 1964 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული და პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") კონსტრუქტორად; 1987 წლიდან მუშაობას განაგრძობს ს/ს "გორგასალში" სახელოსნოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე; მისი მონაწილეობით დაგეგმარდა და ექსპლუატაციაში შევიდა არაერთი სამშენებლო ინდუსტრიის, კულტურის, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სტავროპოლის მხარეში, ჩრდ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, მოლდავეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში; ასევე აღსანიშნავია, 18-სართულიანი ტურისტული სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციული შენობა ნალჩიკში; ვაჭრობის სამინისტროს საინჟინრო კორპუსი ქ. მახაჩკალაში; სასტუმრო 170 ადგილზე და რესტორანი "ქალაქური" ქ. ჭიათურაში; "ხიდმშენის" საინჟინრო კორპუსი და საკოლმეურნეო ბაზარი ქ. თბილისში; სასტუმრო "ვარაზი" ქ. თბილისში (მ. კოსტავას ქუჩაზე); საცხოვრებელი სახლების კომპლექსები ჭავჭავაძის პროსპექტზე და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; მიწისძვრისგან დაზიანებული სახლების აღდგენა სომხეთში და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში; "საქსოფლტექნიკის" და საკონსერვო მრეწველობის ობიექტების რეკონსტრუქცია მაიაკოვსკში, გუდაუთაში, ხონში, ბორჯომში და სხვა; არაერთგზის იყო დაჯილდოებული საქართველოს, დაღესტნის, მოლდოვეთის რესპუბლიკების მედლებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.541-542
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |