შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ ფანცულაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბირცხა, სოხუმის რაიონი. დაამთავრა როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1956 წელს. 1956-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის ქ. სოხუმის N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1979წწ. იყო საქართველოს სამშენებლო ბანკის აფხაზეთის ასსრ ფილიალის ("აფხაზმშენბანკის") ტექნიკური განყოფილების უფროსი, ბანკის მმართველი; 1979-1984წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "სახმშენის" სამრეწველო განყოფილების უფროსად; 1984-1986წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1986-1993წწ. სოხუმის სახლმშენებელი კომბინატის უფროსი; 1993-2001წწ. აფხაზეთის ასსრ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განყოფილების გამგე; 2001 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; არაერთგზის იყო არჩეული სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.542
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |