შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ფანცულაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალახაძე, გაგრის რაიონი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს; როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1982 წელს. 1978-2000წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2000-2010წწ. სახაზინო საწარმო "აფხაზკაპმშენის" დირექტორად; აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ასსრ ინფრასტრუქტურის განვითარებაში - საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, წყალსადენების, გაზმომარაგების და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, კოდორის ხეობის სამედიცინო ცენტრის, საშუალო სკოლების, გზების, ხიდების აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.543
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |