შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იამზე ფანცხავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწვლო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"); 1970 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ა/კ ინსტიტუტის ბეტონების კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მისი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ნაგებობათა სეისმომედეგობის გაზრდის მიზნით სპეციალური ბეტონების შედგენილობის შერჩევა, საქართველოს სხვადასხვა კლიმატური გარემოსა და კონსტრუქციების საექსპლუატაციო პირობების მიხედვით; მონაწილეობდა სამშენებლო ნორმების - "ჰიდროტექნიკური ნაგებობების ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები" დამუშავებაში; გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მეთოდური მითითება მშენებლებისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.543
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |