შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ფაღავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1951 წელს; ლენინგრადის საზღვაო საინჟინრო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1959 წელს. 1959-1960წწ. მუშაობდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში უფროს ინჟინრად; 1961-1974წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ნოვოროსიისკმორსტროის" მცურავ სამშენებლო რაზმში - სამუშათა მწარმოებლად, შემდეგ მთავარ ინჟინრად; 1973-1974წწ. მივლინებით მუშაობდა საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად, ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ომით დანგრეული ნავსადგურების აღდგენაზე; 1974-1975წწ. მუშაობდა საქართველოს სანაოსნოში, ნავსადგურების სამსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 1975-1981წწ. გადაყვანილ იქნა ბათუმის სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად, 1980-1981წწ. მივლინებით მუშაობდა ქ. მოსკოვში საქართველოდან მივლინებული სპეციალისტების ხელმძღვანელად ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე; 1981-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვაში" მცურავი რაზმის ხელმძღვანელად. არის სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) ვრცხლის მედლის მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.546 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |