The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაიდა ფაცია

ირაიდა ფაცია
Date of birth:5 November, 1951  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

1975 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N13 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის მშენებელ ინჟინრად, შემდგომ საგზაო სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1989 წელს დაინიშნა იმავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1999 წლიდან არის შპს "გზამშენებელი-13"-ის დამფუძნებელი და ინჟინერი; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობები, მათ შორის: "სენაკი-ფოთი-სარფის", "სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის", "ჭალადიდი-ხორგა-ხობის", "შუა ხორგა-ყულევის"; ასევე , სახიდე გადასასვლელები, ნაპირსამაგრი ნაგებობები შავი ზღვის სანაპიროზე და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამეურნეო ობიექტები; მიღებული აქვს საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.546-547; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.253

Member of Organizations

  • საქართველოს მეგზევეთა საზოგადოება, წევრი
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2008-)

Awards and Honors

  • 2012 - ღირსების ორდენი
  • 2009 - ფოთის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების მედალი

Share: