The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ფირცხალავა

აკაკი ფირცხალავა
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1987  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ტექნიკუმი 1931 წელს; ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის 1940 წელს.

1940-1942წწ. მუშაობდა მდ. ხრამის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უბნის უფროსად; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1942-1945წწ. იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1945-1947წწ. მონაწილეობდა კენინსბერგის, ბალტიისპირეთის ქალაქების - კლაიპედას, პალანგის, ლიეპაის, რიგის აღდგენით სამუშაოებში; 1947 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო მინისტრთა საბჭოში რეფერენტად; 1949-1950წწ. იყო მინისტრთა საბჭოსთან არსებული სასოფლო მშენებლობის მთავარი სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1951-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1962-1966წწ. იყო "საქმშენბანკის" მთავარი ინჟინერი; 1966 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1968 წელს საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1973-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; იყო საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესების, კონფერენციების მონაწილე; ავტორი წიგნისა "სამშენებლო ნორმები და წესები"; ცნობილი მოჭადრაკე; საქართველოს ჩემპიონი (1949-1950).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.548

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: