Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ფიცხელაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1971 წელს დაინიშნა N5 არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; 1992 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტის" მთავარ კონსტრუქტორად; ხელმძღვანელობდა "თბილქალაქპროექტის" ავარიული შენობების აღდგენა-გამაგრების პროექტირების სამმართველოს; ხელმძღვანელობდა ქორწინების სასახლის (ბოჭორმის ქუჩაზე), ჭავჭავაძის სახელობის კულტურის სახლის (ხეთაგუროვის ქუჩაზე), აგრობიოტექნოლოგიის ს/კ ინსტიტუტის (სამხედრო გზაზე), სასტუმროს (ანაგის ქუჩაზე), მონკავშირის (ბაგებში) შენობების დაპროექტებას; მონაწილეობდა სასტუმრო "ივერიის" დაპროექტებაში; არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის აღდგენა-გამაგრების პროექტის მთავარი კონსტრუქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.549
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |