Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლელი ჰაჯიბეილი-ჩხენკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტმა მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტში" არქიტექტორ-სტაჟიორად; 1941-1944წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატში სპეციალური დანიშნულების სამშენებლო კანტორაში ინჟინერ-მკვლევარის თანამდებობაზე; 1944 წლიდან მუშაობდა ტრესტ "საქკომუნპროექტში", რომელიც 1953 წელს დაექვემდებარა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს და გახდა იმავე კომიტეტის საპროექტო ინსტიტუტი "საქქალაქმშენსახპროექტი", სადაც მუშაობდა პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1948-1948-1952წწ. მონაწილეობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ექსპედიციაში, რომელიც კახური საცხოვრებელი სახლის დაგეგმარებით სტრუქტურას; ტრესტ "საქკომუნპროექტში" მუშაობის პერიოდში მის მიერ დაპროექტებულ იქნა სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა წითელწყაროს (ამჟამად დედოფლისწყარო) რაიონულ ცენტრში, ტიპური საცხოვრებელი სახლების სექცია რესპუბლიკის რაიონებისათვის, 25-ადგილიანი სასტუმროს ტიპური პროექტიიყო მთავრობის ჯილდოების მფლობელი, არაერთი საერთაშორისო და საკავშირო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული; ნამუშევრები: თბილისში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიული ინსტიტუტი (1969), საქართველოს ცენტრალური საარქივო სამმართველოს შენობა (1970), კულტურის სახლი საგარეჯოში (1981) და სხვ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.762 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |