Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ისაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 1997 წელს. მუშაობდა TBC-ბანკის საერთაშორისო დეპარტამენტში; 1994-1997წწ. იყო გაზეთი "ბანკები და ფინანსების" რედაქტორი; ანალიტიკური პროგრამის "საქმე" (საქართველოს ტელევიზიის I არხი) ავტორი და წამყვანი; დოკუმენტური ფილმების სერიის "თბილისის დროით" ავტორი; 1999-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ სფეროში რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების რეფერენტი, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს აპარატის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი; 2001-2002წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საბიუჯეტო და ფისკალურ საკითხებში; 2002-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საბჭოს წევრი; 2003-2004წწ. საკონსულტაციო კომპანიის გენერალური დირექტორი; 2004 წლიდან საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული ბიზნეს საბჭოს კოორდინატორი; 2006 წლიდან საინვესტიციო კომპანია "ლოგო"-ს დამფუძნებელი. 2007 წლიდან - შპს "ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან საერთშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2009 წლიდან შპს "თაჩ მედიას" მმართველი პარტნიორი და ამავე პერიოდიდან ხელმძღვანელობდა შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს". 2009 წლიდან დააფუძნა საქართველოს ბიზნესასოციაცია და იყო მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. იყო ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემების - "ბიზნეს კონტაქტისა" და "საქმიანი დილის" ავტორი და წამყვანი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.230; ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის ვებ-გვერდი: faculty.iliauni.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |