The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედმუნდ ფრიკი

Date of birth:1883  (142 years)
Date of death:19??
Category:Architect, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: გერმანია.

პროფესიით იყო ინჟინერ-მშენებელი და არქიტექტორი.

1907-1909წწ. მოღვაწეობდა ქ. ფოთში, სადაც მოწვეული იყო ქალაქის თავის ნიკო ნიკოლაძის მიერ საქალაქო ინჟინრის თანამდებობაზე; ქ. ფოთში ჩასვლამდე მოღვაწეობდა ქ. ბათუმში; 1907 წელს იყო ქ. ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის შემოწირულობების კომიტეტის წევრი; 1908 წელს შეადგინა საქალაქო ბიბლიოთეკის პროექტი, რომელიც აიგო ქალაქის პარკში 1909 წელს, ასევე სასტუმრო "ბრისტოლის" შენობა დ. აღმაშენებლის ქუჩაზე; მონაწილეობდა ქ. ფოთის ცენტრში, გურია-სამეგრელოს ეპარქიის საკათედრო ტაძრის მშენებლობის კომიტეტის მუშაობაში; შემდეგ პერიოდში მუშაობდა ქ. ქუთაისში; ქუთაისის სახელმწიფო არქივში დაცულია ე. ფრიკის პროექტით ფოთსა და ქუთაისში აგებული რამდენიმე შენობის პროექტი, რომელთა უმრავლესობა მოდერნის სტილის ნამუშევრებს განეკუთვნებოდა; ისინი წარმოადგენენ ცვალებადი სიმაღლის მქონე შენობებს, რომლებიც გამსხვავებული დეკორატიული ელემენტების მიუხედავად, საერთო სახეს ატარებენ; მისი ავტორობით შექმნილი პროექტები თითქმის ყველა განხორციელებულია და დღესაც ამშვენებენ ჩვენი ქალაქების იერსახეს; ესენია: სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლები ვალერი გეგიძის ქუჩაზე, ყოფილი ყრუთა საზოგადოების შენობა (ამჟამად ტელეკომპანია "ფაზისის" ადმინისტგრაციის შენობა), ყოფილ ლიალინსკის ქუჩაზე ომერ ავგენინოს საცხოვრებელი სახლი, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების შენობა (ქ. ქუთაისში) და ა.შ.; უნდა აღინიშნოს, რომ ედმუნდ ფრიკის შემოქმედების შესწავლა და კვლევა ჩვენი ხელოვნებათმცოდნეთა დიდ ინტერესს იწვევს და მისასალმებელია, რომ პირველი ასეთი მონოგრაფიული ნაშრომი მიუძღვნა ერთ-ერთმა ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ, ქალბატონმა მ. შავიშვილმა, რომელმაც შეძლებისდაგვარად ნათელი მოჰფინა საქართველოზე შეყვარებული გერმანელი სპეციალისტის მოღვაწეობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.551

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , წევრი

Share: