Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ფრუიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად; 1963-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1975წწ. სსრ კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1975 წელს გადაიყვანეს სსრ კავშირის საავტომობილო მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო-სარემონტო სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; ამ სამმართველოს ტრესტად გარდაქმნისა (1990) და მის ბაზაზე სს "ავტორემმშენმონტაჟის" ჩამოყალიბების შემდეგ (1995) იყო ჯერ მისი დირექტორი, ხოლო 1996 წლიდან - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2003 წლიდან ხელმძღვანელობს სს "იბერია-21"-ს; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ბათუმის მანქანათმშენებელი და მექანიკური, ფოთის ელექტროგამაძლიერებლების (ადმინისტრაციული შენობის), გელათის ტრანსფორმატორების, ქუთაისის ელექტრომექანიკური (ხის მოდელების საამქროს), ზესტაფონის კაბელების, შორაპნის ელემენტების ქარხნების, ქუთაისის ბამბეულის საქსოვი ფაბრიკისა და აბრეშუმკომბინატის დასასვენებელი სახლის კომპლექსის, საცხოვრებელი სახლების, სპორტული კომპლექსების, საყოფაცხოვრებო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების, ბეტონის გზებისა და ხიდების მშენებლობას. არის სხვადასხვა საუწყებო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.552 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |