The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ფუთურიძე

Date of birth:6 March, 1931
Date of death:2012  (at 80 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

შრომითი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებში; განვლო ყველა სამსახურებრივი საფეხური სამუშაოთა მწარმოებლიდან მსხვილი გაერთიანების ხელმძღტვანელამდე; 1958-1960წწ. მონაწილეობდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტირება-მშენებლობაში, როგორებიცაა თბილისის N1 სახლსაშენი კომბინატი, მარნეულის რაიონის გაწყლიანებისა და სამელიორაციო ნაგებობების კომპლექსი, თბილისის რეკონსტრუქცია-განახლების პროექტები, თბილისის მეტროპოლიტენი, ხილ-ბოსტნეულის შენახვა-გადამუშავების საკავშირო ს/კ და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის დიღმის კომპლექსი, მეღვინეობის კომპლექსები (კახეთში, ქართლსა და დასავლეთ საქართველოში), ჩაის გადამამუშავებელი ობიექტები (საქართველოში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და სხვა რეგიონებში), "ბაიკალ-ამურის" სარკინიგზო მაგისტრალის დასახლებები და სხვა; მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, მედალი "ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობისათვის". ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.552-553

Member of Organizations

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, მრჩეველი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: