The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ფურცელაძე

ოთარ ფურცელაძე
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 2016  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1961 წელს.

მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების საპროექტო ინსტიტუტ "პრომსვიაზის" თბილისის ფილიალში ინჟინრად; 1963-1966წწ. იყო მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტი; 1967 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრაზე ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; 1971-1972წწ. გაიარა სამეცნიერო სტაჟირება საფრანგეთში, პარიზის უნივერსიტეტში; 1988-1993წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანი, შემდეგ სამშენებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 1995-2000წწ. - "ტასის"-ის სამი ენერგეტიკული პროექტის ექსპერტ-კოორდინატორი. საქართველოს ენერგოეფექტურობის ფონდის და საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დამფუძნებელი. მონაწილეობდა რამდენიმე საკავშირო, საერთაშორისო, რესპუბლიკურ კონფერენციაში და სიმპოზიუმში. 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, გამოგონების, ორი მონოგრაფიისა და ორი სახელმძღვანელოს ავტორი. იყო ასპირანტების, მაგისტრანტების და დოქტორანტების მეცნიერ-ხელმძღვანელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966).

წყარო: არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.553; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.330-331; ოთარ ფურცელაძე : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2016. 21 დეკემბერი. N238 (8130).- გვ.11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გათბობის, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების, თბომომარაგების და თბოფიზიკის ინჟინერთა საკავშირო ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: