შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხურსი![]()
ბიოგრაფიახურსი - X-XI საუკუნეების საქართველოს წარჩინებული ფეოდალი, გიორგი I-ის ერისთავი. დაიღუპა ბიზანტიელებთან შირმინის ბრძოლაში. არსებობს ვარაუდი, რომ ხურსი შესაძლოა ახალი ჩორჩანელების გვარის წარმომადგენელი და ხურსისძეთა გვარის დამფუძნებელი იყო. გამოთქმულია მოსაზრება, რომ გიორგი I-ის ერისთავ ხურსისა და ქორეთისა და სავანის ეკლესიების (ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი) 1000 და 1046 წლების წარწერებში მოხსენიებული ხურსის იდენტიფიკაციის შესახებ. ამ წარწერების მიხედვით ხურსი ერისთავი არის გულზვიადისა და მარიამის ძე და გიორგი ერისთავთ-ერისთავის ძმა. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |