შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ხაზარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1956-1966 წლებში იყო თსუ-ს ალპური სექციის თავმჯდომარე. 1957 წელს გახდა სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (დარვაზის ქედი). იყო სსრკ ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის (1960, 1975, 1977) და ორგზის ბრინჯაოს (1969, 1973) მედლის პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. გარდა სპორტისა, ოთარ ხაზარაძე დაკავებული იყო სამეცნიერო სამუშაოთი. 1955-1966 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის ასისტენტი. სამეცნიერო-კვლევითი ელექტროტექნიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის განყოფილების გამგე (1966-1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-ხელსაწყოთმშენებლობის სპეცილური საკონსტრუქტორო ბიუროს განყოფილების გამგე (1974-1990), დირექტორი (1990-2006). მრავალი ალპინიადისა და საკვალიფიკაციო ექსპედიციების ორგანიზატორი. ალპინისტი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |