Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს; მოსკოვის რკინაბეტონის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1971 წელს. 1965-1969წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1971წწ. საქართველოს საშენი მასალების ს/კ ინსტიტუტში - წამყვან ინჟინრად, განყოფილებისა და ლაბორატორიის უფროსად; 1971-1989წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის რკინაბეტონის ს/კ ინსტიტუტში; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის პედაგოგი; 1989 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თაქვმჯდომარის მოადგილედ; 1991-1995წწ. იყო სახელმწიფო გაერთიანება "საქსაშენმასალების" უფროსის მოადგილე; 1996 წელს აირჩიეს სს "ბიზნესცენტრ-საშენმასალების" პრეზიდენტად; 1983-1989წწ. მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მშენებლობასა და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის შენობის რეკონსტრუქციაში; კურირებდა რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების სარეკონსტრუქციო და სამშენებლო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს, მეტეხის კერამიკული საკედლე მასალების ახალი ქარხნის მშენებლობას; კოორდინაციას უწევდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ მიწისძვრის შედეგთა სალიკვიდაციო-აღდგენით სამუშაოებს; იყო 14 გამოქვეყნებული ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოების კავალერი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.554 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |