Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს; მოსკოვის ს. ორჯონიკიძის სახელობის ინსტიტუტი 1979 წელს; სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1983 წელს. 1963-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოშო სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1974წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N14 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, კოლონის უფროსად; 1974-1981წწ. N4 სამშენებლო ტრესტის მთავარ ტექნოლოგად, იმავე სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის N57 და N27 მექანიზებული კოლონების უფროსად; 1981-1983წწ. N8 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1983-1994წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1994-1997წწ. შპს "ალგეთის" უბნის უფროსი; 1997-2004წწ. შპს "ჯებირის" მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის (თბილისში), 18 ჰა ფართობის სასათბურე მეურნეობის (კრწანისში), კულტურის სახლის (ზემო ქედაში), სასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას (რუსეთში, ვოლოგდის ოლქსა და საქართველოში - კახეთის ზონაში), დედოფლისწყაროს საავადმყოფოს რეკონსტრუქციას; 1990-1991წწ. მიწისძვრების შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენას (ჭიათურა-საჩხერის ზონაში); მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.555
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |