The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი ხიმშიაშვილი

გოგი ხიმშიაშვილი
Legal name:გიორგი ხიმშიაშვილი
Date of birth:1892
Date of death:20 May, 1923  (at 31 years)
Category:Nobleman, Military Person, Hero of Georgia

Biography

დაამთავრა ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი.

იბრძოდა რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე, მონაწილეობდა ექსპედიციაში სპარსეთში, იყო კორნეტი. 1918-1921 წლებში მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონს, რომლის ერთ-ერთი ესკადრონის უფროსი იყო პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში, 1919 დენიკინის არმიისაგან გაგრის განთავისუფლებაში და 1920 წელს აზერბაიჯანის საზღვარზე წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1920 წლის ივლისში ბათუმში საქართველოს ჯარების შესვლის დროს იყო გვარდიული ნაწილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დაწყების წინ იგი სომხეთთან საზღვრის ერთ-ერთ მიმართულებას (ბობკაირის მთა) იცავდა. ომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი მიზეზით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართული წითელი არმიის ბრიგადის სასწავლო ბატალიონის მეთაურად დანიშნა. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მოძრაობაში. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის "სამხედრო ცენტრში" წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1923 წლის მაისში დააპატიმრეს და "სამხედრო ცენტრის" სხვა წევრების მსგავსად დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: "თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!" სიკვდილით დასჯის ადგილას (ახლანდელი ვაკის პარკი თბილისში) მიმავალ გზაზე გაქცევა სცადა, მაგრამ დაჭრეს, შეიპყრეს და დახვრიტეს. გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილის მამა, თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) 1910 წელს მოკლეს ილია იმერ­ლიშ­ვილ­მა, გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა და ლა­დო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა. გამოძიების დასკვნით, მკვლელობის მოტივი იყო "ნი­კო­ლოზ ხიმ­ში­ე­ვის ქმე­დი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვად ილია ჭავჭავაძის მკვლე­ლე­ბის ძებ­ნა­ში". ქართველი სამხედრო ოფიცერი.



Share: