The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილი

დაბადების თარიღი:1755
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 1815  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სელიმ-ფაშა (ხიმშიაშვილი) - ახალციხის ფაშა 1803-1809 და 1812-1815 წლებში, აბდულა-ბეგის ძე. XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვიდრე ფაშა გახდებოდა, ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგი იყო. 1814 წელს სელიმ ფაშას ახალციხეში გაქცეული და უტახტოდ დარჩენილი იმერეთის მეფე სოლომონი რუსების წინააღმდეგ შველასა და დახმარებას სთხოვდა. XVIII საუკუნის ბოლოს აჭარა ახალციხის ფაშას, ათაბაგ შერიფ-ფაშას ექვემდებარებოდა. გარემოება მეტად აწეწილ-დაწეწილი იყო. ამით ისარგებლა სელიმ-ბეგმა, მოახერხა აჭარაში თავისი გავლენა გაეძლიერებინა და ახალციხის ფაშას პირდაპირ გამოუცხადა: "არ მინდა გემორჩილო და ბატონად გაღიარო". სელიმ-ბეგმა შეკრიბა აჭარელები და მათი დახმარებით 1803 წელს შერიფ-ფაშა ახალციხიდან განდევნა, ხოლო ფაშობა თვითონ ჩაიგდო ხელში. სელიმ-ფაშას დროს, როგორც აჭარა, ისე ახალციხის საფაშო ლეკების სათარეშოდ იყო ქცეული. სელიმ-ფაშას ეს მთიელები ქართლის დასარბევად ჰყავდა დაქირავებული. სელიმ-ფაშა სულთანს თითქმის არ ემორჩილებოდა. სულთანს, არაფრად ეჭაშნიკებოდა თავისი ქვეშევრდომის ურჩობა და განურისხდა. სელიმი იძულებული იქნა ახალციხიდან წასულიყო. სელიმს სიკვდილიც მიუსაჯეს. 1809 წელს შერიფ-ფაშა ისევ დაბრუნდა ახალციხეში და სელიმს დაუწყო ძებნა. სელიმ ფაშა აჭარაში იმალებოდა. მის ოჯახსაც ჰქონდა სიკვდილი მისჯილი. 1812 წელს სელიმმა ფაშობა უკან დაიბრუნა. სელიმ-ფაშა უპირისპირდებოდა ოსმალეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. 1815 წელს სულთანის ბრძანებით არზრუმის სერაქსირმა, ბაბა-ფაშამ (ფეხლევანმა) აჭარაში გამოგზავნა 15-ათასიანი ლაშქარინ. სელიმ-ფაშა ზემო აჭარის სოფელ ბაკოსთან ხიხანის ციხეში გამაგრდა და იქ იყო, ვიდრე მოღალატემ ხელში არ ჩაიგდო.

წყარო: სამხრეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლნი / ხარიტონ ახვლედიანი.- ბათუმი, 1972. - გვ.7


გააზიარე: