The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო სულაქველიძე

ლადო სულაქველიძე
Legal name:ვლადიმერ სულაქველიძე
Date of birth:13 August, 1957
Date of death:19 September, 2024  (at 67 years)
Category:Animator, Painter, Filmmaker

Biography

დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების ფაკულტეტი 1976 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი  ანიმაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით 1981 წელს.

მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში. გადაიღო ფილმები: "პორტრეტი" (1981), "მიწა თავისას მოითხოვს" (1983), "დიდი ტალღა და პატარა ტალღა" (1986), "მეფე და ჩიტი" (1985), "ოჩოკოჩი" (1986), "მოდის"(1988), "დიდი დავითის ჯაჭვის პერანგი" (1990), "ლეგენდა ღვინოზე" (2006), "რატომ არის ზღვა მარილიანი", "როგორ გაჩდა მთვარე"( 2007), "ჩიტბატონა" (2007); დოკუმენტური ფილმები: "მთაწმინდა" (1993), "თბილისური აბანოები", "26 მაისი" (1994), ციკლი "ჩვენი ქვეყანა" (2001-2002), "გერმანული სათვისტომო" (2002) და სხვ. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. არის გამარჯვებული კინო ფესტივალებისა, მათ შორის: კინო ფესტივალ "ამირანის" პრიზი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის "პორტრეტი" (1982), ჩერნოვცის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "მიწა თავისას მოითხოვს" (1983), საერთაშორისო ფესტიესტივალის "ბიმინის" პრიზი საუკეთესო ქართული ფილმისთვის "ლეგენდა ღვინოზე" (2008). კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


Share: