The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე სურმავა

კოტე სურმავა
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე სურმავა
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 2008  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1960 წლებში მუშაობდა მოზარდ-მაყურებელთა ქართულ, 1960-1968 წლებში გრიბოედოვის სახ. დრამატულ თეატრებში. 1968-1979 წლებში იყო მოზარდ-მაყურებელთა რუსული და 1970-1974 წლებში გრიბოედოვის სახ. თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი. 1993-2006 წლებში ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1978 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1985 წელს პროფესორის წოდება. მიხეილ თუმანიშვილთან ერთად 1975 წელს ჩამოაყალიბა "კინომსახიობთა თეატრი". კ. სურმავას მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია - მოზარდ მაყურებელთა თეატრში: ბოროზდინას, დავითსონის "მესამე კურსის სტუდენტი", ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი", ა. აფინოგენოვის ''მაშენკა'', გომიაშვილის ''ეს მოხდა მოსკოვში'', გელოვანის ''აღარ გაიმეორებს'',  ო. თუმანიანის ''გიქორი'', ხაფავას ''ერთ სკოლაში", პოპოვის "ოჯახი", ს. მიხალკოვის "სომბრერო", მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი", ვ. როზოვის ''გზა მშვიდობისა" და სხვა. გრიბოედოვის თეატრში: ლ. ზორინის "ვარშავული მელოდია", არბუზოვის "ძველი არბატის ზღაპრები", მ. ბოაჯიევის "დუელი", ა. აფინოგენოვის "მაშენკა", ფსათასის "საჭირო მატყუარა", ვ. როზოვის "ვახშმობის წინ", გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი", ვ. დარასელის "კიკვიძე", მამლინის "ეი, შენ, გამარჯობა!" და სხვა. მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში: ა. ოსტროვსკის "შინაურები ვართ, მოვრიგდებით!", ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს", შ. პეროს "ჩექმებიანი კატა", მ. შატროვის "რევოლუციის სახელით". შ.ს.ს. თეატრში: დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", ნ. დუმბაძის "კუკარაჩა" და სხვა. მარჯანიშვილის თეატრში: მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი", ფოთის თეატრში ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", სოხუმის თეატრში ბ. შოუს "პიგმალიონი", ოდესის მუსკომედიის თეატრში: გ. ცაბაძის, ო. ხუნწარიას "შესანიშნავი სამეული" (1965), ოდესის რუსული დრამის თეატრში: ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა" (1971), კიევის რუსული დრამის თეატრში: ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება" (1971), ორკესტრ "რეროსთან" ერთად დადგა პროგრამა "რერო- 66". კინოში მოღვაწეობდა 1962 წლიდან. გადაიღო ფილმები: "ომარ ჯოხაძე" (1963), "ბიჭი და ჩიტი" (1968), "ზღაპარი" (1980), მიუზიკლი "რწყილი და ჭიანჭველა" (1980), "მიიღეთ გამოწვევა სენიორებო" ( 1982), მხატვრული ფილმი "სასტუმროს დიასახლისი" (1982). თეატრისა და კინოს რეჟისორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: