Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი ტრეტიაკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გულდიგა, ლატვია. დაამთავრა რიგის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1915 წელს. 1919 წელს ვლადივოსტოკში გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი კრებული. თანამშრომლობდა შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა გაზეთების რედაქციებთან. 1922 წლიდან მოსკოვში რედაქტორობდა ჟურნალებს "ნოვი ლეფ" და "ლიტერატურა მირავოი რევოლუციი", მუშაობდა მიერხოლდთან, რომელმაც დადგა მისი პიესა "იღრიალე ჩინეთო". პროლეტკულტის თეატრში სერგეი ეიზენშტეინმა დადგა მისი პიესები: "ზოგჯერ ბრძენიც მოტყუვდება", "გესმის მოსკოვო?" და "აირწინაღები". 1924-1925წწ. კითხულობდა რუსული ლიტერატურის კურსს პეკინის უნივერსიტეტში. 1927 წელს მიიწვიეს საქართველოს "სახკინმრეწვში" ლიტერატურული განყოფილების კონსულტანტად. მისი სცენარით გადაღებულია ფილმები: "ელისო" (ნ. შენგელაია, 1926), "ჯიმ შვანთე" (მ. კალატოზიშვილი, 1930) და "ხაბარდა" (მ. ჭიაურელი, 1931). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 168-169; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |