The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი უსეინაშვილი

Date of birth:16 January, 1904
Date of death:11 October, 1995  (at 91 years)
Category:Entertainer

Biography

სწავლობდა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ვგიკ) საოპერატორო ფაკულტეტზე 1931-1933წწ.

1936 წელს მუშაობა დაიწყო "სახკინმრეწვში" ოპეარტორის ასისტენტად მხატვრულ ფილმზე "ფრთოსანი მღებავი" (ლ. ესაკია). იყო "თბილისის კინოსტუდიის" ქრონიკის სექტორის ოპერატორი. მისი მონაწილეობით გადაღებულია "სტალინური კონსტიტუციის დროშით" (ა. მამულაშვილი, 1938), "საქართველოს 1938 წლის ოლიმპიადა" (1938), "ჩვენი ახალგაზრდობა" (1938), "სევასტოპოლის გმირი არკადი გეგეშიძე" (ა. ფილიპაშვილთან ერთად / შ. ხომერიკი, 1943), "ურღვევი მეგობრობა" (კ. გრძელიშვილი, 1944), "ახალგაზრდობის აღლუმი" (ოპერატორთა ჯგუფთან ერთად / ა. მამულაშვილი, 1944), "კოლხეთის მიწაზე" (შ. ჩაგუნავა, 1950) და სხვ. 1955 წლიდან მუშაობდა კომბინგადაღებათა ოპერატორად მხატვრულ ფილმებზე ("ქართული ბალეტის ოსტატები", "ცისკარა", "მამულუქი", "თეთრი ქარავანი", "ხევსურული ბალადა", "თოჯინები იცინიან" და სხვ.). იყო საქართველოს ქდსპფ სტუდიის მთავარი ინჟინერი. ოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 170

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: