Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ია ფარულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1984-1988წწ და გიორგი ჟდანოვის თეატრალურ სახელოსნოში (ლოს-ანჯელესი) 1992-1994წწ. 1988-1990წწ. მუშაობდა კინომსახიობთა თეატრში. მონაწილეობდა ფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (თ. მაღალაშვილი, 1981), "გზის დასაწყისი" (ლ. ელიავა, 1982), "სამი ალიყური" (ე. ჟღენტი, 1983), "არსენას ლექსი" (ნ. ხატისკაცი, 1984), "ფესვები" (გ. მგელაძე, 1987), "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში" (ლ. გორდელაძე, 1989), "ომი ყველასათვის ომია" (დ. აბაშიძე, 1988), "მიახლოება" (ა. რეხვიაშვილი, 1990), "საბედისწერო გასროლა" (ო. კობერიძე, 1990), "სპირალი" (გ. ჭოხონელიძე, 1990), "სიბრძნე სიცრუისა" (ნ. ხატისკაცი, 1990), "წარსული მუდამ ჩვენთნაა" (ყ. მგელაძე, 1989), "შევარდენი" (კ. წაქაძე, 1990), "მეოთხე თვის პირველი დღე" (გ. ცაავა, 1991). 1994-1998 წწ. იყო გ. ჟდანოვის ასისტენტი და მისი თეატრალური სახელოსნოს პედაგოგი (ლოს-ანჯელესი). მონაწილეობა მიიღო ფილმში "და სთქვა უფალმან" (ბორმანი, 1993, აშშ). 1998 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. შეასრულა მთავარი როლი ფილმში "სიყვარული ვენახში" (გ. შენგელაია, 1998). კინომსახიობი, ტელეწამყვანი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 174; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |